ტექნიკოსი
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00. ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი
სამუშაო გამოცდილება აუცილებელია- სიგნალიზაციის მონტაჟის, ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მონტაჟის და დაშვების სისტემების მონტაჟი/ინსტალაციის მიმართულებით.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
- ორგანიზებულობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე
დაცვის კომპანია ალგანში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია ალგანის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
დაცვის კომპანია ალგანი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.