გაყიდვების მენეჯერი
კომფორტერი არის უმაღლესი ხარისხის მქონე ავეჯის მაღაზიათა ქსელი, სადაც წარმოდგენილია 20-ზე მეტი ევროპული პარტნიორი კომპანიის მუდმივად განახლებადი 15 000-მდე სახეობის პროდუქცია. კომფორტერი მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან.
ჩვენ გთავაზობთ - სტაბილურ და მეგობრულ გარემოს - კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1300 - 2 500 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე) - ყოველთვიურ და კვარტალურ ბონუსებს - პროფესიულ ზრდას და განვითარების შესაძლებლობას - ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით - შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს და მრავალფეროვან წახალისების სისტემას
სამუშაო პირობები პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი სამუშაო გრაფიკი: სრული (11:00-20:00) სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ.ყაზბეგის 12. გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე.
ძირითადი ფუნქციები - მომხმარებლის მიღება და მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად - მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციისის მახასიათებლების, ფასის, ბრენდის, მწარმოებელი ქვეყნის და სხვა დეტალების შესახებ - სალარო აპარატთან მუშაობა - სასაწყობე/შიდა პროგრამებთან მუშაობა
მოთხოვნები - ვეძებთ ზრდაზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ადამიანებს - სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად - აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე info@comforter.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!