7962 активных вакансий
← Все вакансии

VK8T3FM8 Опубликовано 25 авг 10 просмотров

კონსულტანტი / სამსუნგის ბრენდის ამბასადორი

HRRA via hr.ge
Тбилиси Полная занятость Продажи
По договорённости Приём откликов до

“დასაქმების სააგენტო ეიჩარი” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის / ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე, რომელიც წარმოადგენს კომპანია სამსუნგის ბრენდს ტექნიკის მაღაზიაში.

თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია: - ჩვენთვის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არ არის უმაღლესი განათლება ან სამუშაო გამოცდილება. - ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს მოტივაცია იმუშაოს კლიენტთა მომსახურების, გაყიდვების სფეროში, არის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული. - ჩვენი კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი მოიცავს: ფიქსირებულ ანაზღაურებას + თვიური ბონუსი+ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება. - სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე / 40 საათი.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები: - პროდუქციის გაყიდვა და პოპულარიზაცია - მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა - კომპანიის ბრენდ ზონის კონტროლი: სისუფთავის კონტროლი, სტენდზე ბრენდის სათანანოდ წარმოდგენა - რეპორტების გაზიარება მენეჯმენტისთვის - კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება

მოთხოვნები: - გაყიდვების / მომსახურების სფეროში გამოცდილება სასურველია - რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია ერთი ენის ცოდნა სრულყოფილად)

პიროვნული თვისებები: - შრომისმოყვარე - შედეგებზე ორიენტირებული - ღია გამოწვევების მიმართ - ექსტრავეტი (კომუნიკაბელური, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი)

დამატებითი ინფორმაცია: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებებს!

Пожаловаться

О работодателе
HRRA
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно