საწყობის თანამშრომელი
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე საწყობის თანამშრომლის (მუშა) პოზიციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში.
ძირითადი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- დროის მართვის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
- პროდუქციის მიღებისას, საწყობის უფროსისათვის და მენეჯერისათვის დახმარების გაწევა მიღებული საქონლის გადახარისხებაში და შემდგომ მათ დასაწყობებაში;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, პროდუქტის დაცულად და უსაფრთხოდ გადატანა/გადაზიდვის უზრუნველყოფა;
- უხარისხო პროდუქტის აღმოჩენისას უშუალო ხელმძღვანელზე ინფორმაციის დროული მიწოდება;
- საკვების ნარჩენების დროულად გატანა;
- უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული;
- პუნქტუალური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფას;
- სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
- ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი ანაზღაურება: დღეში 66, 77 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.