ასისტენტ-პედაგოგი
Montessori ELC ეძებს მოტივირებულ, შემოქმედებით და პასუხისმგებლიან პედაგოგს ნახევარ განაკვეთზე, რომელიც ჩაატარებს საინტერესო, თამაშზე დაფუძნებულ სასწავლო სესიებს 1.5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ვაკანსია: მონტესორის ასისტენტ-პედაგოგი (ნახევარ ან სრულ განაკვეთზე) ადგილმდებარეობა: თბილისი, გ. ისაკაძის ქუჩა №53 ასაკობრივი ჯგუფი: 3 - 6 წლის ბავშვები სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, მინიმუმ 4 საათი, მაქსიმუმ 8 საათი დღეში ანაზღაურება: ნახევარ განაკვეთზე - 350 ლარიდან; სრულ განაკვეთზე - 750 ლარიდან
ვის ვეძებთ:
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც გულწრფელად იზიარებს მონტეროსორის ღირებულებებს და პატივს სცემს მონტესორის მეთოდისა და ჰუმანურ, ბავშვზე ორიენტირებული განათლების პრინციპებს. გვჯერა, რომ ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ პატივისცემასა და მზრუნველობაზე დაფუძნებულ გარემოში - შინაარსიანი გამოცდილების, თამაშის, კვლევისა და ურთიერთქმედების გზით.
ძირითადი მოვალეობები
- მონტესორის საგანმანათლებლო გარემოში მუშაობა 1.5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან;
- საინტერესო, სახალისო და ასაკისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- რეალისტური მინიატიურული ფიგურების, სურათებიანი ბარათების, თითების თამაშების (fingerplays), ლექსების, სიმღერებისა და ტრადიციული თამაშების გამოყენება ბავშვების სწავლის პროცესის ხელშესაწყობად;
- სტრუქტურირებული თემატური სასწავლო პროგრამისა და გაკვეთილის გეგმის თანმიმდევრულად დაცვა;
- თითოეული სესიისთვის საჭირო მასალების დამოუკიდებლად მოძიება, შერჩევა და მომზადება;
- აქტივობების ადაპტირება ბავშვების განვითარების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, თემატური გეგმის მიზნების შენარჩუნებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გულწრფელი ინტერესი მონტესორის განათლებისა და ჰუმანური პედაგოგიური მიდგომების მიმართ;
- 1.5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (ძალიან სასურველია);
- შემოქმედებითობა, ინიციატივის გამოჩენა და თამაშის გზით სწავლის პროცესის საინტერესოდ წარმართვის უნარი;
- მაღალი ორგანიზებულობა და თემატური გეგმის თანმიმდევრულად შესრულების უნარი;
- სასწავლო მასალების დამოუკიდებლად მოძიების, შერჩევისა და მომზადების უნარი;
- Native speakers მიენიჭებათ მნიშვნელოვანი უპირატესობა - აპლიკანტმა განაცხადში უნდა მიუთითოს მშობლიური ენა, ასევე რუსული და ინგლისური ენების ფლობის დონე.
რას გთავაზობთ
- თბილ, პატივისცემაზე დაფუძნებულ და ბავშვზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს;
- შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ბავშვების სწავლასა და განვითარებაში;
- ნახევარ ან სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობას;
- ყოველთვიურ ანაზღაურებას.
როგორ გამოგვეხმაუროთ:
გაიგეთ მეტი Montessori ELC-ის შესახებ ჩვენს Instagram გვერდზე: https://www.instagram.com/montessori.tbilisi
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე რომელშიც მოკლედ იქნება აღწერილი თქვენს შესახებ ინფორმაცია, რელევანტური სამუშაო გამოცდილება და ენების ცოდნის დონე - როგორც მშობლიური, ასევე რუსული და ინგლისური ენების ფლობის დონე. სათაურის ველში მიუთითეთ: მონტესორის ასისტენტ-პედაგოგი (ნახევარ ან სრულ განაკვეთზე).