არაანაზღაურებადი სტაჟირება/სოციალური მედიის მენეჯერი
Опубликовано 20 ноя (осталось 29 дн.) Приём откликов до 20 дек
ციფრული მარკეტინის კომპანია Watson აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე!
Watson - ციფრული მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით ოპერირებს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დღესდღეობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 30-ზე მეტი პარტნიორი და 80-ზე მეტი მეგობარი კომპანია გვყავს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: watson.ge
ფუნქცია/მოვალეობები
- სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა;
- სოციალური მედიის კონტენტის კონტენტ-კალენდრის მიხედვით განთავსება და შესრულების მონიტორინგი;
- ტექსტების წერა ქართულ და (სასურველია) ინგლისურ ენაზე;
- შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ყოველკვირეული, ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
- სოციალური მედიის ანალიზი, ბრენდის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარებაზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
- კრეატიულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- სწრაფად ადაპტაციის უნარი;
- წერის კარგი უნარები (ქართული - სავალდებულო, ინგლისური - სასურველია).
რას გთავაზობთ ჩვენ
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა;
- მოქნილი გარემო და სამუშაო პროცესები;
- საინტერესო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობა.
ლოკაცია: თბილისი, თბილისის ზღვის პლაზა, ჯ. ლეჟავას 22. გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული.
გაგვიგზავნე შენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ მისამართზე.
დაიწყე კარიერა Watson-თან ერთად!