ტენდერი თვალის ულტრაბგერითი სადიაგნოსტიკო აპარატის (B სკანი) შესყიდვის თაობაზე
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს თვალის ულტრაბგერითი სადიაგნოსტიკო აპარატის (B სკანი) შესყიდვის თაობაზე
აპარატის ტექ. დახასიათება მოცემულია დანართში #1ში. აფიდავიტი მოცემულია დანართში #2; ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3;
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია: - აპარატის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა - იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმის შესაბამისად - მისაწოდებელი აპარატის ღირებულება* (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს - კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ - უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც; - ღირებულების გადახდის პირობა; - მიწოდების ვადა; - საგარანტიო პირობები, ვადა; საგარანტიო პერიოდში ნაკლის გამოსწორების ვადა; - სერვისული მომსახურების პირობები; - აპარატის წარმოშობის ქვეყანა; - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ავანსის - შემთხვევაში, მოეთხოვება წარადგინოს შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან - გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს
საშუალებით, 2026 წლის 07 ოქტომბრის, 15:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: - პრეტენდენტის რეკვიზიტები: კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი და საკონტაქტო - ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები; - სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმა დანართი#1 აუცილებლად უნდა - იყოს წარმოდგენილი, „ექსელის“ ფორმატში. - პროსპექტი ( ელ. ვერსია) - ხელმოწერილი აფიდავიტი დანართის №2 სახით; - ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური აღჭურვილობის სია და ორი - შემსყიდველი პირის რეკომენდაცია; - წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ. - პრეტედენტს, მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის
წარმოდგენა: - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის - რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე); - ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია - ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე); - ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი - შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე); - საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (დადასტურებული სველი ბეჭდით და ხელმოწერით) კომპანიის - რეკვიზიტების შესახებ;
შენიშვნა: - პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შპს „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის - განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ - ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის - მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სიის, არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა, - აფიდავიტისა, დანართის #1 და კატალოგისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის - მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში. - მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა - დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა. - სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის - ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
შენიშვნა: - ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს - შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის - საბოლოო ღირებულება. - წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის - არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე - სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი - დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას - აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: დავით ედიშერაშვილი „ავერსის კლინიკა“-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი ელ.ფოსტა;
ანი მამუჩიშვილი „ავერსის კლინიკა“-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.