8 842 активных вакансий
← Все вакансии

YN93ZEZW Опубликовано 21 сен 2 просмотров

ოჯახური

ოჯახური

Мерчендайзер

ოჯახური внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Логистика / водители
Войти и откликнуться
₾1300 / мес Приём откликов до 22 окт

Переведено автоматически с языка оригинала. Читать оригинал по-грузински →

«ოჯახური» - ქართული სუნელ სანელებლების მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წელს და წლებია წარმატებით ქმნის, ნატურალურ და ორგანულ პროდუქტს. ხარისხზე ორიენტირებული მიდგომითა და ტრადიციებისადმი ერთგულებით, ბრენდმა მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. "ოჯახური" აერთიანებს ავთენტურ ქართულ გემოს, თანამედროვე სტანდარტებსა და პასუხისმგებლობიან წარმოებას.

«ოჯახური» აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე. პოზიციის მიზანია კომპანიის პროდუქციის ეფექტური წარმოდგენის, ბრენდის სტანდარტების დაცვისა და პროდუქციის ხილვადობის უზრუნველყოფა სავაჭრო ობიექტებში.

ძირითადი მოვალეობები:

სავაჭრო ობიექტებში პერიოდული ვიზიტი მარშრუტის მიხედვით (გრაფიკის დაცვით); პროდუქციის სწორად განლაგება სავაჭრო სივრცეში; სტენდებზე და პრომო ზონებში- ბრენდის სტანდარტების შესაბამისად; სავაჭრო ინვენტარის მდგომარეობის მონიტორინგი და განახლება საჭიროების მიხედვით; პროდუქციის ხილვადობის უზრუნველყოფა თაროებზე, სტენდებზე და პრომო ზონებში; ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქტის ამოღება და შესაბამისი ანგარიშგება; ყოველდღიურად, ფოტო ანგარიშგების წარმოება განლაგებულ პროდუქციასა და აქტივობებზე;

სავალდებულო მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება მსგავს ან იდენტურ პოზიციაზე; კომუნიკაციის უნარები და დეტალებზე ორიენტირება; შრომისმოყვარეობა, ინიციატივის უნარი და მობილიზებულობა; საკუთარი ავტომანქანის ფლობა (აუცილებელია);

პიროვნული თვისებები:

კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; შრომისმოყვარეობა და სანდოობა.

პირობები და ბენეფიტები:

ფიქსირებული ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე) ავტომობილის ცვეთის კომპენსაცია: 200 ლარი საწვავი - ყოველკვირეულად, გაწერილი მარშრუტის მიხედვით; ულიმიტო სასაუბრო პაკეტი; პროფესიული განვითარების და დაწინაურების შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; დასვენების დღეები: შაბათი და კვირა; ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ახმედ მელაშვილის 1 ჩიხი ქ. №6.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში კომპანიის მიერ მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ თანამშრომლობის მიზნებისთვის. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით. ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს.

თუ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი 2026 წელი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
ოჯახური
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Размещение бесплатно