Вакансий 9 467
Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

ZDK22DWT Опубликовано 23 окт Просмотров: 24

კატეგორიის რეგიონული მენეჯერი

Войти и откликнуться
По договорённости Приём откликов до 23 ноя

სუპერმარკეტების ქსელი "ბილიონი", რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურებას.

"ბილიონის" მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

კომპანია "ბილიონი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • განათლება, უმაღლესი ან პროფესიული.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა და გამოყენება.

ძირითადი მოვალეობები:

  • კატეგორიების ეფექტური მართვა: პროდუქციის კატეგორიების განვითარება და რეალიზაციის მაჩვენებლების ზრდის უზრუნველყოფა;
  • ფილიალების მონიტორინგი და ვიზიტები: რეგიონის ფილიალების რეგულარული მონიტორინგი, ვიზიტების დაგეგმვა და შესაბამისი კატეგორიის პროდუქციის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • სტანდარტებისა და მერჩანდაიზინგის კონტროლი: ფილიალებში პროდუქციის სწორი განლაგების (მერჩანდაიზინგის), ფასმაჩვენებლებისა და ვადების დაცვის მონიტორინგი;
  • ნაშთებისა და ჩამოწერების მართვა: კატეგორიის მიხედვით ნაშთების, ბრუნვადობისა და ჩამოწერების ყოველდღიური კონტროლი და ანალიზი;
  • ანალიზი და რეპორტინგი: შესრულებული სამუშაოსა და კატეგორიის რეალიზაციის ყოველთვიური ანალიზი/რეპორტინგი რეგიონის ჭრილში;
  • გუნდის მართვა და განვითარება: გუნდის წევრებისთვის კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების დროული მიწოდება/ინფორმირება; თანამშრომელთა განვითარებასა და სამუშაოს შესრულების ხარისხის ზრდაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია 1C-ის ან სხვა საბუღალტრო/საწარმოო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვა კოორდინაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ნორმირებულ სამუშაო განაკვეთი;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კატეგორიის რეგიონული მენეჯერი".

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно