IT სპეციალისტი
შპს პისიშოპ.ჯი, კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/
კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას 42. სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე. დასვენება: შაბათ-კვირა.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები
- სერვისში მოსულ მომხმარებლებთან ურთიერთობა, შეკვეთების მიღება და გაფორმება;
- კომპანიის და მისი კლიენტების კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერა;
- პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
- კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- კომპიუტერის აწყობა;
- ნაშთების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
- სასურველია ინგლისურო ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული თვისებები
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- პრეზენტაბელურობა;
- მოტივირებულობა;
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
- ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტლური ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელებ
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
გისურვებთ წარმატებას!