მძღოლი
შპს "ტუმბო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობაა წყლის, ჰაერისა და გათბობის სისტემებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის ქუჩა #19 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-18:00 ანაზღაურება: 1, 400 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
- მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელი;
- C კატეგორიის მართვის მოწმობა — სასურველი, თუმცა არა სავალდებულო;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ავტომობილის მართვა და მოვლა;
- საწყობიდან პროდუქციის აღება და ქსელის მომარაგება;
- მომხმარებლებისთვის საქონლის დროული და სათანადო მიწოდება;
- საჭიროებისამებრ, სხვადასხვა სამუშაო დავალების შესრულება.
პიროვნული მახასიათებლები:
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა და მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის უნარი.
თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე.
გელოდებით "ტუმბოს" გუნდში!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.