8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

B6DZZMEW 11 Eyl tarihinde yayınlandı 39 görüntüleme

Experts for Solutions

Experts for Solutions

გეოდეზისტი

Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 10 Eki tarihine kadar başvurun

"Experts For Solutions" ინსპექტირების დამოუკიდებელი, საერთაშორისო სერტიფიცირების კომპანიაა. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ხარისხის უზრუნველყოფა/კონტროლი. ამასთანავე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, როგორიცაა გეოდეზიური მომსახურება. "Experts For Solutions" ასევე პოზიციონირებს სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და ობიექტების უსაფრთხოება/ზედამხედველობის მიმართულებით. კომპანია ფლობს ISO სერტიფიკატს. შესაბამისად, "Experts For Solutions"-ის ინსპექტირების შედეგებს აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა და ყველა ინსტანციის სასამართლო.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.efs.ge

"Experts For Solutions" აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გურია, შეკვეთილი

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო ობიექტზე გეოდეზიური სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება;
  • სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო გეოდეზიური აზომვების, მონიშვნებისა და კონტროლური გაზომვების განხორციელება;
  • საპროექტო ნიშნულების, ღერძების, კოორდინატებისა და სიმაღლეების ადგილზე გადატანა;
  • შესრულებული სამშენებლო სამუშაოების გეოდეზიური კონტროლი და შესაბამისობის შემოწმება საპროექტო დოკუმენტაციასთან;
  • საძირკვლის, კონსტრუქციების, კედლების, სვეტების და სხვა სამშენებლო ელემენტების მდებარეობისა და გეომეტრიული პარამეტრების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობების ვერტიკალურობის, ჰორიზონტალურობისა და განლაგების კონტროლი;
  • გეოდეზიური ხელსაწყოებისა და საზომი მოწყობილობების გამართული და ზუსტი გამოყენება;
  • შესრულებული აზომვებისა და გაზომვების შედეგების დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • გეოდეზიური ნახაზების, სქემებისა და საჭირო საანგარიშო მასალების მომზადება;
  • სამშენებლო პროცესში გამოვლენილი გადახრების დროული დაფიქსირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
  • საპროექტო და სამშენებლო ჯგუფებთან აქტიური თანამშრომლობა და გეოდეზიურ საკითხებზე შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი განათლება გეოდეზიის ან საინჟინრო მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
  • Total Station-ისა და ნიველირის პრაქტიკული ცოდნა;
  • AutoCAD-ის ცოდნა;
  • საპროექტო ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა;
  • მსუბუქი ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალური;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • საწვავი, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 09 ოქტომბრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Experts For Solutions" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Experts For Solutions" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Experts for Solutions
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek