9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

J0GW86SS 11 Eyl tarihinde yayınlandı 41 görüntüleme

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო

გაყიდვების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾2000 / ay 12 Eki tarihine kadar başvurun

"საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო" (GREA) - კომპანია, რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "რუმიქს დეველოპმენტი", "კოორდინატი", "ქრონომეტრი" და სხვა) გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტის გაყიდვების მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტში შემოსული ლიდების დამუშავება და CRM ბაზაში კლიენტების რეგისტრაცია;
  • დაგროვილი კლიენტების ბაზის პროგრამული მართვა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • პოტენციური კლიენტებისთვის გასაყიდი დეველოპერული პროექტების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
  • სამშენებლო ლოკაციაზე ვიზიტის დაგეგმვა;
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მართვა;
  • ჯავშნებისა და გაყიდვების ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტინგი;
  • კლიენტების გადახდების ვადა გადაცილებების კონტროლი;
  • გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
  • საჭიროების შემთხვევაში პირად პორტფელში არსებული კლიენტების გაყიდვების შემდგომი მომსახურება;
  • სოციალურ ქსელებში შემომავალი შეტყობინებების პასუხი;
  • ხელმძღვანელის მიერ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრი;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • ენები: ინგლისური, რუსული;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

  • მოტივირებული;
  • პოზიტიური;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დარწმუნების უნარი;
  • დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.
  • სამუშაო კვირის განრიგი: 5 სამუშაო დღე.
  • სამუშაო საათები: 10:00 - 18:30.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე https://www.grea.ge

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek