8878 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

J0GW86SS გამოქვეყნდა 11 სექ 7 ნახვა

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო

გაყიდვების მენეჯერი

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾2000 / თვეში ბოლო ვადა:

"საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო" (GREA) - კომპანია, რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "რუმიქს დეველოპმენტი", "კოორდინატი", "ქრონომეტრი" და სხვა) გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტის გაყიდვების მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტში შემოსული ლიდების დამუშავება და CRM ბაზაში კლიენტების რეგისტრაცია;

** დაგროვილი კლიენტების ბაზის პროგრამული მართვა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;

** პოტენციური კლიენტებისთვის გასაყიდი დეველოპერული პროექტების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;

** სამშენებლო ლოკაციაზე ვიზიტის დაგეგმვა;

** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;

** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მართვა;

** ჯავშნებისა და გაყიდვების ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტინგი;

** კლიენტების გადახდების ვადა გადაცილებების კონტროლი;

** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;

** საჭიროების შემთხვევაში პირად პორტფელში არსებული კლიენტების გაყიდვების შემდგომი მომსახურება;

** სოციალურ ქსელებში შემომავალი შეტყობინებების პასუხი;

** ხელმძღვანელის მიერ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი;

** გამართული მეტყველების უნარი;

** ენები: ინგლისური, რუსული;

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;

** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;

** პოზიტიური;

** კომუნიკაბელური;

** დისციპლინირებული/პუნქტუალური;

** პასუხისმგებლობიანი;

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

** დარწმუნების უნარი;

** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.

** სამუშაო კვირის განრიგი: 5 სამუშაო დღე.

** სამუშაო საათები: 10:00 - 18:30.

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე:

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე https://www.grea.ge

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა