საწყობის უფროსი
"კოლხი ჯგუფი" (https://kolkhigroup.ge/), რომელიც ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე (2 ვაკანსია).
მდებარეობა: თბილისი, წერეთლის გამზირი 101; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შაბათი - 10:00-15:00
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში მიმდინარე პროცესების წარმართვა და სრული კონტროლი
- პროდუქციის მიღება-გაცემის პროცესის კონტროლი/აღრიცხვა
- საწყობიდან ტვირთვის გაცემისას შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდზე ზედდებულის გააქტიურება (აღნიშნულის დარღვევა გამოიწვევს მატერიალურ პასუხისმგებლობას)
- საწყობის პროგრამის შესწავლა და მისი წარმოება
- საწყობში არსებული ნივთების უსაფრთხოდ დასაწყობების უზრუნველყოფა
- საწყობის აღწერა 2 თვეში ერთხელ
- საწყობის სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა
- არსებული და ახალი ასორტიმენტის ზედმიწევნით შესწავლა, მისი არსებული რაოდენობებით
- პროდუქციის მიღება-გაცემისას ფიზიკურად დახმარების გაწევა
- მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების განვითარება, ზედამხედველობა და კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ლოჯისტიკის მიმართულებით).
- საწყობის მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო მასალების საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
- გუნდის/პერსონალის მართვის გამოცდილება.
- საწყობის აღრიცხვის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მაგ. 1C საწყობი, Apex, Fina ან სხვა ERP სისტემები).
- MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის, სამუშაო დონეზე ფლობა.
- სამშენებლო მასალების სპეციფიკის, შენახვისა და ტრანსპორტირების წესების ცოდნა.
- სასაქონლო ზედნადებებთან, მიღება-ჩაბარების აქტებთან და საინვენტარიზაციო დოკუმენტებთან მუშაობის წესების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება საწყობის უფროსი.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.