ტექნიკური მენეჯერი
შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
ვაკანტური პოზიცია: ტექნიკური მენეჯერი ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე
პოზიციის აღწერა:
კლინიკის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური სისტემების გამართული, უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა, ასევე კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
ძირითადი მოვალეობები
- სამშენებლო, სარემონტო და აღდგენით პროექტებზე კონტრაქტორების სამუშაოების მართვა, კოორდინაცია და ინსპექტირება;
- სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება პროექტის გეგმებთან, ხარისხის სტანდარტებთან, სამშენებლო კოდექსებთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან;
- სამუშაოების მიმდინარეობისა და დასრულების ადგილზე ინსპექტირება;
- მასალების, მოწყობილობებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება;
- უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
- აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ კონტრაქტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- სამუშაოების მოცულობის აღწერილობის (Scope of Work) მომზადება;
- ტექნიკური სამუშაოების შემოწმების შედეგების, გამოვლენილი ხარვეზებისა და გამოსასწორებელი/დასასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის მომზადება.
- გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების კონტროლი და შემდგომი მონიტორინგი;
- კონტრაქტორების წინადადებების, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ანგარიშ-ფაქტურების ადმინისტრირება;
- სამუშაოების შესრულების ვადების მონიტორინგი;
- ტექნიკური სამუშაოების შესრულების, არსებული პრობლემებისა და პროგრესის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია: უმაღლესი განათლება საინჟინრო, მექანიკურ, ელექტრო ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში;
- სასურველია: დამატებითი განათლება/კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოების, ხარისხის მართვის ან მენეჯმენტის მიმართულებით.
- აუცილებელია: მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე, ტექნიკური, სარემონტო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ორგანიზებისა და კონტროლის მიმართულებით.
ზოგადი კომპეტენციები
- ტექნიკური პერსონალის გუნდის მართვის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე.
Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2026 წელი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.
გისურვებთ წარმატებას!