საწყობის თანამშრომელი
კომპანია "მეტალ პარკი" აცხადებს საწყობის თანამშრომლის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში პროდუქციის მიღება-დასაწყობება, თაროებზე განთავსება
- პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემოწმება მიღება-ჩაბარებისას;
- შეკვეთების აწყობა, შეფუთვა და დატვირთვა მომხმარებლისთვის;
- საწყობში არსებული მარაგების აღრიცხვაში მონაწილეობა და პერიოდული ინვენტარიზაცია;
- საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული და ეფექტური შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია მეტალობაზაში ან სამშენებლო მასალების საწყობში);
- ფიზიკური მზაობა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე.
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ეველინა თავაძის N 5 (ყოფილი ქსნის ქუჩა)
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, 1, 500 ლარი
- სტაბილურ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
განაცხადის შეტანის წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ: "საწყობის თანამშრომელი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.10.2026
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.