ავეჯის ხელოსანი, მაღაზიის თანამშრომელი-მძღოლი
ავეჯის მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ორ პოზიციაზე:
1. ავეჯის ხელოსანი
ძირითადი მოვალეობები:
** ლამინატისა და MDF-ისგან ავეჯის აწყობა; ** დამზადებული ავეჯის ობიექტზე მიტანა და მონტაჟი; ** ნახაზისა და ზომების მიხედვით მუშაობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავეჯის წარმოების სფეროში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელია; ** რასკროის დაწერის ცოდნა — სასურველია; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდურად და ხარისხიანად მუშაობის უნარი.
2. მაღაზიის თანამშრომელი-მძღოლი
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც მიხედავს ავეჯის მაღაზიას და საჭიროების შემთხვევაში შეითავსებს მძღოლის ფუნქციას.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში მომხმარებლების მომსახურება და პროდუქციის მოწესრიგება; ** ავეჯისა და სხვა პროდუქციის დატვირთვა-გადმოტვირთვაში მონაწილეობა; ** გაყიდული პროდუქციის მომხმარებლის მისამართზე მიტანა; ** ხელოსნების ობიექტზე/მონტაჟზე გადაყვანა საჭიროების შემთხვევაში; ** საწყობიდან ან მომწოდებლისგან მასალებისა და ფურნიტურის წამოღება; ** კომპანიის ავტომობილის მოვლა და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება; ** მაღაზიაში ყოველდღიური წესრიგის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელია; ** ავტომობილის მართვის გამოცდილება; ** ფიზიკური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა; ** ავეჯის ან ავეჯის აქსესუარების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ადგილი: რუსთავი
ანაზღაურება: კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 57 38 31