9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

0RJN6D7D გამოქვეყნდა 16 ოქტ 94 ნახვა

სტუდენტთა წარმატების მენეჯერი

Skillwill College გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე
სწავლება · განცხადებაში

"სქილვილის კოლეჯი" აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა წარმატების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

"სქილვილის კოლეჯი" არის საქართველოში პირველი სრულად აკრედიტებული დისტანციური სასწავლო პლატფორმა, რომელმაც 2024 წელს მოიპოვა აკრედიტაცია პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების სინქრონულ და ასინქრონულ რეჟიმში განხორციელებისთვის.

ჩვენი პროგრამები ძირითადად ორიენტირებულია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროზე და სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე შრომის ბაზრისთვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნას.

ამჟამად "სქილვილი" ახორციელებს სასწავლო პროცესს თბილისში და ბათუმში მოქმედ პროფესიულ კოლეჯებში, სადაც სწავლება მიმდინარეობს ჰიბრიდულ-ფიზიკურ და ონლაინ ფორმატში.

ამჟამად ვეძებთ სტუდენტების წარმატების მენეჯერს (დამწყები პოზიცია), რომელიც პასუხისმგებელი იქნება სტუდენტების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაზე, მათი ჩართულობის გაზრდასა და მათთვის მაღალი ხარისხის გამოცდილების უზრუნველყოფაზე. პოზიცია მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ, ისე საკომუნიკაციო და საორგანიზაციო ფუნქციებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუდენტთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა რეგისტრაციისა და ადმინისტრაციული პროცესების ფარგლებში;
  • სასწავლო პროცესის ორგანიზება და ოპერაციული ზედამხედველობა;
  • სტუდენტებთან ყოველდღიური კომუნიკაციის მართვა და მათი საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უზრუნველყოფა;
  • სტუდენტთა აკადემიური პროგრესის, მიღწევებისა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების კონტროლი;
  • სტუდენტური აქტივობების დაგეგმვის, ორგანიზებისა და პოპულარიზაციის კოორდინაცია;
  • სტუდენტთა პროფესიული და კარიერული უნარების განვითარების მხარდამჭერი აქტივობების განხორციელების უზრუნველყოფა;
  • სტუდენტთა დასაქმების პროცესის ხელშეწყობა და მათი შრომის ბაზარზე ინტეგრაციის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
  • დროის ეფექტური უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • MS Office-ისა და ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმების (მაგ. Zoom) ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - 10:00-19:00;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • დინამიკურ და ინოვაციურ სამუშაო გარემოში მუშაობას;
  • სასწავლო რესურსებზე და შიდა ტრენინგებზე ხელმისაწვდომობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით).

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი ლინკზე - https://hel-ai.com/apply/0g5FulEe

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა