8,953 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

1AHR4HJS გამოქვეყნდა 23 სექ 2 ნახვა

სამედიცინო ლაბორატორია სინევო

სამედიცინო ლაბორატორია სინევო

უძრავი ქონებისა და იჯარის მართვის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონებისა და იჯარის მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ლოკაცია: ქ.თბილისი, წინანდლის ქ. N9 სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი) სამუშაო საათები: 10:00 - 18:00

სინევოში თქვენ დაგხვდებათ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass
  • თიმბილდინგი
  • მზარდი შრომითი ანაზღაურება
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ფილიალების კომუნალური ხარჯების (ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი, დასუფთავება და სხვა მომსახურებები) მონაცემების ყოველთვიური შეგროვება, გადამოწმება და ცენტრალიზებულ ბაზაში აღრიცხვა;
  • კომუნალური ხარჯებისა და გადახდების მონიტორინგი, გადახრებისა და ანომალიების იდენტიფიცირება და ანალიზი;
  • აბონენტების, მრიცხველების ჩვენებებისა და გადახდების რეესტრების მართვა და მუდმივი განახლება;
  • საიჯარო ხელშეკრულებების ადმინისტრირება, ვადებისა და ფინანსური პირობების მონიტორინგი;
  • ტექნიკურ-საექსპლუატაციო, სარემონტო და იჯარებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და შესაბამის პროგრამებში ასახვა;
  • საიჯარო და კომუნალური გადასახადების დაანგარიშება, გადახდის რეესტრებისა და საბანკო გადარიცხვების მომზადება;
  • მეიჯარეებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, ურთიერთშედარების აქტების გაფორმება და დავალიანებების კონტროლი;
  • ESG/Sustainability ანგარიშგებისათვის საჭირო მონაცემების მომზადება და კვარტალური რეპორტინგის განხორციელება;
  • ენერგოეფექტურობისა და ხარჯების ოპტიმიზაციის ინიციატივების მხარდაჭერა;
  • თვის ფინანსური დახურვის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დარიცხვების სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • საიჯარო და კომუნალური ხარჯების ბიუჯეტთან შესაბამისობის ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი;
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკისა ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
  • Excel-ის კარგი ცოდნა;
  • ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • 1C, "ბალანსი" ან სხვა სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება პრიორიტეტულია;
  • უძრავი ქონების, იჯარების ადმინისტრირების ან ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლიანობა
  • კეთილსინდისიერება
  • დაგეგმვა და ორგანიზება
  • წერითი კომუნიკაცია
  • შედეგზე ორიენტირება
  • პუნქტუალობა
  • კოლეგიალობა

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სამედიცინო ლაბორატორია სინევო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა