9768 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

1AW7TF4H გამოქვეყნდა 20 ოქტ 17 ნახვა

ხარისხის მართვის და მონიტორინგის სამსახურის უფროსი

ალტა გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ნოე

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ხარისხის მართვის და მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

ჩვენ ვართ ალტა, ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენ მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში, მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის 104 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომსახურების ხარისხის მართვის სტრატეგიის, პოლიტიკისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მართვა;
  • მომსახურების სტანდარტების შემუშავება და განახლება ფილიალების, ქოლ-ცენტრის, ონლაინ მაღაზიის, მიწოდება/ინსტალაციისა და სერვის ცენტრისთვის, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით;
  • შეფასების სისტემის და ხარისხის KPI-ების შექმნა, სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრა;
  • მისტიური მყიდველის პროგრამის მართვა, ფილიალების აუდიტები, ქოლ-ცენტრის ზარებისა და ჩატების შეფასება, ონლაინ მაღაზიის მომხმარებლის გამოცდილების, სერვის ცენტრისა და საგარანტიო პარტნიორების მონიტორინგი;
  • საჩივრებისა და უკუკავშირის (NPS/CSAT, სოციალური მედია, შეფასების პლატფორმები) ანალიზი, ძირეული მიზეზების გამოვლენა და საჩივრების განხილვის პროცედურის, ვადებისა და ესკალაციის წესის შემუშავება;
  • ხარისხის შედეგების ყოველთვიური ანგარიშის მომზადება, ფილიალების რეიტინგის გამოვლენა და გენერალური დირექტორისთვის პერიოდული ანგარიშგება;
  • დარღვევებზე გამოსწორების გეგმების შეთანხმება ფილიალის მენეჯერებთან და შესრულების კონტროლი, ტრენინგის საჭიროებების გადაცემა L&D-სთვის, თანამშრომელთა წახალისების ინიციატივების წარდგენა;
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი, საუკეთესო პრაქტიკებისა და კონკურენტების სტანდარტების შესწავლა, ციფრული ინსტრუმენტების დანერგვის ინიცირება და ბიუჯეტის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში;
  • არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება ხარისხის კონტროლის, აუდიტის ან მომსახურების სტანდარტების მიმართულებით, სასურველია საცალო ვაჭრობის ან ტექნიკის ინდუსტრიის გამოცდილება;
  • სავალდებულოა არანაკლებ 3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია BI ინსტრუმენტების, ISO 9001, Lean ან Six Sigma მეთოდოლოგიის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მონაცემების ანალიზისა და ანგარიშგების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ანალიტიკური უნარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:

https://hel-ai.com/apply/mQfxsPrd

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ადამიანური რესურსების ადმინისტრაციის ასისტენტი

ახალი
Evolution თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი კომპანიის საიტი
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა