8,813 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

1E6DYXKQ გამოქვეყნდა 22 სექ 7 ნახვა

საქართველოს მელიორაცია

საქართველოს მელიორაცია

მძღოლი

საქართველოს მელიორაცია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მართვა და უსაფრთხო ექსპლუატაცია;
  • თანამშრომლებისა და საჭირო ტვირთის დანიშნულების ადგილამდე დროული ტრანსპორტირება;
  • ავტომობილის ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი;
  • ავტომობილის სისუფთავისა და გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • საგზაო მოძრაობისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • საწვავისა და ავტომობილის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;
  • ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა (სასურველია C კატეგორია);
  • ავტომობილის მართვის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
  • ავტომობილის ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობის კონტროლის უნარი;
  • საგზაო მოძრაობის წესების, საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე არაუგვიანეს - 06.10.2026. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მძღოლი"

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში. შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს მელიორაცია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა