სამედიცინო წარმომადგენლი
ფარმაცევტული კომპანია შპს "ანშენ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და იმერეთის რეგიონში.
საშტატო განაკვეთი: სრული საშტატო განაკვეთი.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი
ძირითადი მოვალეობები:
- მედიკამენტების პრეზენტაცია სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან.
- მედიკამენტების პრეზენტაცია ფარმაცევტებთან.
- მინი-კონფერენციების ორგანიზება სამედიცინო დაწესებულებებში.
- გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი ან არასრული უმაღლესი სამედიცინო განათლება. - შემდეგი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სავალდებულოა: MS Office (Word, Power Point, Excel). - ქართულ ენაზე სრულყოფილი ვერბალური კომუნიკაციის უნარი. - უცხო ენები: ინგლისური და რუსული ჩაითვლება უპირატესობად. - ამავე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. - მართვის მოწმობა და ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები: - კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი. - შედეგზე ორიენტირებულობა. - შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა. - არაკონფლიქტურობა. - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
მუშაობის გრაფიკი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე კვირაში, 10:00- დან 17:00 საათამდე. დასვენების დღეები: შაბათი და კვირა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თქვენი საფოსტო რეკვიზიტების და მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე. "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - "სამედიცინო წარმომადგენელი", თქვენი სახელი და გვარი და ქალაქი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.