მებაღე
"თბილისის ზოოლოგიური პარკის" მებაღის სამუშაო აღწერა:
სამუშაო დრო და ანგარიშვალდებულება:
** დაქვემდებარება: მებაღე პირდაპირ ანგარიშვალდებულია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის წინაშე.
** სამუშაო გრაფიკი: განისაზღვრება ზოოპარკის შინაგანაწესისა და შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად. ხუთი სამუშაო და ორი დასვენების დღე, 10:00-დან 18:00-მდე. 1 საათი შესვენება.
ხელფასი: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
** მონიტორინგი და რეაგირება: ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის (ხეები, ბუჩქები, ყვავილები, გაზონები) და სარწყავი სისტემის მდგომარეობის ყოველდღიური შემოწმება.
** ინფორმირება: ნებისმიერი სახის დაზიანების ან პრობლემის აღმოჩენისთანავე ინფორმაციის დაუყოვნებლივი მიწოდება კეთილმოწყობის სამსახურის უფროსისთვის.
** სეზონური სამუშაოები: გამწვანებასთან, ნიადაგის მომზადებასა და მცენარეთა გადარგვასთან დაკავშირებული სეზონური აქტივობების განხორციელება.
** დარგვა და თესვა: ნერგების, ბუჩქების, ხე-მცენარეებისა და ყვავილების დარგვა, თესვა და მათი შემდგომი მოვლა.
** გაზონის მოვლა: ბალახის რეგულარული გათიბვა, გაზონების გაკრეჭა და მათი ესთეტიკური იერსახის შენარჩუნება.
** აგროტექნიკური სამუშაოები: ნიადაგის დამუშავება/დაბარვა, მინერალური სასუქების შეტანა და მცენარეების დროული, სისტემატური მორწყვა.
** მცენარეთა დაცვა: მცენარეების გაწმენდა, დაბელვა, სადეზინფექციო საშუალებების შესხურება და დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება.
** ინვენტარის მოვლა: სამუშაო იარაღებისა და აღჭურვილობის მოვლა, შენახვა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მათი შეკეთება.
** ტერიტორიის დასუფთავება: სამუშაო პროცესში და მისი დასრულებისას მწვანე ნარჩენებისგან სამუშაო ტერიტორიის დასუფთავება.
უსაფრთხოების სპეციფიკური წესები (ზოოპარკის გარემო):
** ვოლიერებთან მუშაობა: მცენარეების მოვლა უშუალოდ ვოლიერებში ან მათ მიმდებარედ ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი კურატორის/მომვლელის ნებართვით და თანხლებით.
** ინვენტარის უსაფრთხოება: სამუშაო იარაღების (სეკატორი, ცელი, ხერხი) ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დატოვება კატეგორიულად აკრძალულია, რათა თავიდან იქნას აცილებული ცხოველთა დაზიანება.
** ცხოველებთან კონტაქტი: მკაცრად აკრძალულია ცხოველებთან თვითნებური მიახლოება, მათი კვება ან შეწუხება ხმაურიანი ტექნიკით (მაგ. ბალახის საკრეჭით) ვოლიერებთან ახლოს, კურატორთან შეთანხმების გარეშე.
** მავნე მცენარეების კონტროლი: ცხოველებისთვის მომწამვლელი ან ალერგიული მცენარეების დროული იდენტიფიცირება და ვოლიერების პერიმეტრიდან მოცილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: პროფესიული ან უმაღლესი განათლება აგრონომიის, მემცენარეობის ან ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად).
** გამოცდილება: მებაღედ ან გამწვანების სფეროში მუშაობის გამოცდილება. (ჩაითვლება უპირატესობად).
** ცოდნა: მცენარეთა მოვლის, ნიადაგის დამუშავების, სასუქების გამოყენებისა და სარწყავი სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა.
** უნარები: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან (ბენზოხერხი, სათიბი მანქანა) მუშაობის გამოცდილება და ფიზიკური გამძლეობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე:.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.