9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია
ეს ვაკანსია დახურულია და განაცხადებს აღარ იღებს.

1SV85FBQ გამოქვეყნდა 16 ოქტ 55 ნახვა

HR გენერალისტი

ტრანსფორდი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის შვილობილი ორგანიზაცია შპს "ტრანსფორდი" აცხადებს ვაკანსიას HR გენერალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ.ფოთი სამუშაო გრაფიკი: სრული დამატებითი ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ლოგისტიკურ ან ცვლიანი სამუშაო რეჟიმის მქონე ორგანიზაციაში, მინიმუმ 1 წელი;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • საკადრო დოკუმენტაციის წარმოების პრაქტიკული გამოცდილება და MS Excel-ის კარგი ცოდნა;
  • საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
  • პერსონალის შერჩევის პრაქტიკული გამოცდილება, უპირატესად საწარმოო, პროფესიული და ტექნიკური პოზიციების მიმართულებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • თანამშრომელთა მოძიების, შერჩევისა და დასაქმების სრული ციკლის წარმართვა;
  • შრომითი ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებებისა და საკადრო დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • შვებულებების, გაცდენებისა და საავადმყოფო ფურცლების ადმინისტრირება;
  • ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევების ადმინისტრირება;
  • შრომითი ურთიერთობების მართვა საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
  • თანამშრომელთა მოთხოვნებისა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა უფლებამოსილების ფარგლებში;
  • თანამშრომელთა სასწავლო საჭიროებების გამოვლენა და ტრენინგების ორგანიზება;
  • დასაქმებულთა ყოველწლიური ატესტაციის პროცესის ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების ანალიზისა და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანი მართვის უნარი;
  • სამუშაო პროცესების დამოუკიდებლად წარმართვისა და დაკისრებული ამოცანების დროულად და სრულყოფილად შესრულების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს ვაკანსიის/კანდიდატის შერჩევის მიზნებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა