8597 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

213C8KBZ გამოქვეყნდა 11 სექ 3 ნახვა

Midea

Midea

პრომოუტერი / გაყიდვების კონსულტანტი

Midea გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾800–2500 / თვეში ბოლო ვადა:

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას ბათუმში, „ელიტ ელექტრონიქსის“ ფილიალში, პრომოუტერი/გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები: - გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე; - მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს არსებული აქციების შესახებ; - ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში; - შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე; - საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას; - მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში; - შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები;

ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია); - სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე); - რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია); - საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია).

პიროვნული თვისებები: - კომუნიკაბელურობა; - თავაზიანობა; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - დისციპლინირებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება: - ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი. - ბონუსი მინიმუმ 2000-2500ლარი. - კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00 სთ დან 19:00 სთ მდე;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://midea.selfrecruit.ge/s/BZHR

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Midea
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა