გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი - B1.3 / B2
გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენს“-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.
ამჟამად თბილისის გუნდში 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით , სხვადასხვა გერმანულ პროექტებში ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს: გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე.
მდებარეობა: თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ მუშაობა დისტანციურად. სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით; - მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;
მოთხოვნები: - გერმანული ენის ცოდნა (B1.3, ან B2 დონე); - გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; - მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა; - მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები; - სისხარტე, ოპერატიულობა; - სიზუსტე, აკურატულობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
ჩვენ გთავაზობთ: - ოფისიდან, ჰიბრიდულად, ან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას; - სრულ, ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას; - მორგებულ სამუშაო გრაფიკს; - ფიქსირებულ ანაზღაურებას; - ყოველთვიურ ბონუსს; - რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდირებულ კანდიდატზე; - ანაზღაურებად ტრენინგ კურსს; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს; - განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე - https://cmx-solutions.peopleforce.io/careers/v/77270-deutschsprachiger-kundenservicemitarbeiter-tiflis-georgien/a/new?source_id=25656
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.