მოლარე კონსულტანტი
"კოსმოს" შესახებ
"Cosmo" 2015 წლიდან ქმნის ტყავის ხელნაკეთ ჩანთებსა და აქსესუარებს, რომლებიც თანამედროვე დიზაინს, თემატურობას, ოსტატურ ხელსაქმესა და პერსონალიზაციას აერთიანებს. დღეს კოსმოს აქვს 11 ფილიალი, 100-ზე მეტი თანამშრომელი და მზარდი გუნდი, საკუთარი საწარმო და უნიკალური "ღია სახელოსნოს" კონცეფცია. "ღია სახელოსნო" - ეს არის შემოქმედების, ხელოვნების, ინოვაციისა და ადამიანებზე ზრუნვის გარშემო შექმნილი სივრცე. აქ შოურუმი და სახელოსნოს ცოცხალი რიტმი ერთიან ატმოსფეროს ქმნის - თვალს ადევნებ მთელ იმ გზას, რომელსაც მასალა საბოლოო სახის მიღებამდე გადის.
ჩვენ გვჯერა, რომ ქართულ ბრენდებს ვაშენებთ თითოეული გუნდის წევრი. სწორედ ამიტომ, ვეძებთ პოზიტიურ, მონდომებულ ადამიანებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე სამუშაოდ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი საკვანძო პოზიცია ბრენდსა და მომხმარებელს შორის სწორი და ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად.
კომპანია აცხადებს მოლარე კონსულტანტის ვაკანსია თელავში და თბილისში.
სასურველია იყოს სტუდენტი სამუშაო გრაფიკი - სტუდენტებზე მორგებული
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, კოსმოს სტანდარტების შესაბამისად, გუნდის წევრებთან ერთად. მის განვითარებაზე ზრუნვა
- დადგენილი KPI-ების შესრულება გუნდთან ერთად, ყველა მათგანის შესრულებაზე მუშაობა
- პროდუქციის მუდმივად მოწესრიგებულად განთავსება გუნდის წევრებთან ერთად
- მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებია აქტიური კომუნიკაციის გზით და განვითარებაზე ზრუნვა
პიროვნული თვისებები:
- ენერგიული
- მიზანდასახული
- კრეატიული
- გაწონასწორებული
- პოზიტიური აზროვნების უნარი
- ტექნიკური აზროვნების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების უნარი
- შემოქმედებითობა და ინიციატივის გამოვლენის უნარი
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
- მორგებულ სამუშაო გრაფიკს
- იდეების მხარდაჭერას
გამოგვიგზავნე ელფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ქალაქი და პოზიცია:
- მოლარე-კონსულტანტი - თბილისი
- მოლარე-კონსულტანტი - თელავი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.09.2026
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.