8630 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

250PG6FN გამოქვეყნდა 11 სექ 3 ნახვა

კრიალა

კრიალა

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

კრიალა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"პალიტრა ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"კრიალა" ქართული საწარმოო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან აწარმოებს სხვადასხვა სახის ჰიგიენურ ქაღალდს, ხელსახოცებს, ტუალეტის ქაღალდსა და სხვა ჰიგიენურ პროდუქტებს. კომპანია წარმოებაში იყენებს გადამუშავებულ ქაღალდსაც, რაც მის საქმიანობას გარემოსდაცვითი მიმართულებითაც გამოარჩევს.

კომპანია აქტიურად ავითარებს ბიზნესთან თანამშრომლობის მიმართულებას. სწორედ ამ მიზნით, გუნდში ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაზე, არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარებასა და გაყიდვების ზრდაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული დამკვეთების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;

** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების პროცესის მართვა;

** გაყიდვების დაგეგმვის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;

** დამტკიცებული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა პასუხისმგებლობების ფარგლებში;

** გაყიდვების სოფტში აღრიცხვიანობა;

** გაყიდვების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება;

** რეპორტების მომზადება დამკვეთისთვის;

** ბაზრის, მომხმარებელთა საჭიროებებისა და კონკურენტული გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** აუცილებელია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

** CRM ან გაყიდვების აღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** აქტიური;

** მიზანსწრაფული;

** შედეგზე ორიენტირებული;

** კომუნიკაბელური;

** გუნდური;

** ორგანიზებული;

** პუნქტუალური.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00სთ.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ქიზიყის ქუჩა 50ბ.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე:.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 ოქტომბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე:, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე:

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კრიალა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა