სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი (პრარაბი).
დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი;
- სამშენებლო მასალების მიღება/გათვლა და აღრიცხვის კონტროლი;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ფორმა 2;
- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ხარჯების ანალიზი;
- პერსონალის გრაფიკის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ მუშა პერსონალის მოძიება;
- საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება;
- მარაგების და რესურსების ოპტიმიზაცია;
- ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას, დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა, დამატებითი დავალებების შესრულება.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების მდებარეობაზე).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება სამშენებლო ან შესაბამისი მიმართულებით;
- სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული, მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
- სამშენებლო ობიექტების მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება;
- ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და კორექტირების ცოდნა;
- სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობის ცოდნა;
- სამუშაოების მოცულობების, მასალებისა და საჭირო რესურსების სწორად გაანგარიშების უნარი;
- სამშენებლო ტექნიკისა და სამუშაო ძალის ეფექტიანი მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ობიექტებზე მუდმივად ყოფნისა და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობის შესაძლებლობა;
- AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- Excel-ისა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- შესრულებული სამუშაოების აქტების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
- ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე.
წერილის სათაურში მიუთითეთ: "სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი - სახელი, გვარი".