გაყიდვების მენეჯერი
ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს ახალ ქართულ სტარტაპში!
ჩვენი აპლიკაცია უკვე მზად არის და ახლა ბიზნესების აქტიური მოზიდვის ეტაპზე გადავდივართ. ვეძებთ გამოცდილ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება ახალი ბიზნესების მოძიებაში, პროდუქტის წარდგენასა და პარტნიორების მოზიდვაში.
რას გააკეთებ:
- პოტენციური ბიზნესების მოძიება და მათთან კომუნიკაცია
- აპლიკაციისა და მისი უპირატესობების პროფესიონალურად წარდგენა
- ბიზნესის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების გაკეთება
- დაინტერესებული ბიზნესების რეგისტრაციის პროცესის მართვა
- გაყიდვების პროცესის დამოუკიდებლად წარმართვა
- არსებული და პოტენციური პარტნიორების ბაზასთან მუშაობა
ვის ვეძებთ:
გვჭირდება საშუალოზე მეტი გამოცდილების მქონე გაყიდვების პროფესიონალი, რომელსაც:
- აქვს გაყიდვებში, განსაკუთრებით B2B Sales-ში, სამუშაო გამოცდილება
- შეუძლია ბიზნესის წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკება
- შეუძლია პროდუქტის ღირებულების დამაჯერებლად წარდგენა
- აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- არის შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული გაყიდვების ზრდაზე
- ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სტარტაპების მიმართ ინტერესია
ანაზღაურება ფიქსირებული: 500 ₾/თვე
დამატებით:
- 20% საკომისიო მოყვანილი ბიზნესებიდან
- 2% თვიური საკომისიო 1 წლის მანძილზე თითოეული მოყვანილი ბიზნესიდან
ანაზღაურების სისტემა შექმნილია ისე, რომ შედეგის ზრდასთან ერთად გაიზარდოს შენი შემოსავალიც. თუ გინდა, რომ შენი Sales გამოცდილება რეალურ შედეგებში გადაიზარდოს და სწრაფად მზარდ სტარტაპთან ერთად განავითარო შენი კარიერა
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.