8906 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

29YTCPRB გამოქვეყნდა 10 სექ 13 ნახვა

სუპერი

სუპერი

კონსულტანტი

სუპერი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1100–1200 / თვეში ბოლო ვადა:

„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. „სუპერი“ ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/

მიმდინარედ „სუპერის“ სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ.

ფილიალის მისამართები, რომელშიც გვაქვს ვაკანტური ადგილი: - თბილისი, ს/ც „სითი მოლი“ საბურთალო - თბილისი, ს/ც „ისთ ფოინთი“ - თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი - თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის ქუჩა

ვაკანტური თანამდებობის შესახებ: - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი - დასვენების დრო: კვირაში 2 დღე - სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი (10:00-19:00/13:00-22:00) / ერთცვლიანი (11:00-20:00) - ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული - ანაზღაურება: 1100 ლარი - 1200 ლარი (ცვლილება 1 წლის შემდეგ)

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები: - მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა; - პროდუქციის განთავსება თაროებეზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება კომპანიაში არსებული მერჩენდაიზინგის - პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება; - პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - სასურველია ინგლისური ენის საკომუნკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - სერვისულობა; - კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი; - ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; - პუნქტუალურობა;

გუნდის წევრს ვთავაზობთ: - კარიერული და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას - კომპანია მზად არის თქვენი ინიციატივების შესაბამისად მოგცეთ შესაძლებლობა ისწავლოთ, განვითარდეთ, დაწინაურდეთ; - სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას; - კომფორტულ სამუშაო გრაფიკს; - სამსახურს საცხოვრებელთან ახლოს; - კომპანია „სუპერის“ პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;

შერჩევის ეტაპები: - რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს); - გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სუპერი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა