ოფისის მენეჯერი
კომპანია "ITCraft" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მთავარი ოფისი - პავლე ინგოროყვას 19 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;) ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
კომპანიის შესახებ:
"აიტი კრაფტი" — 2016 წლიდან ერთ-ერთი ლიდერი IT კომპანია საქართველოში. ვართ გუნდი, რომელიც ტექნიკურ პროცესებს ისე აგვარებს, როგორც სხვები ქაღალდის სამუშოებს — სწრაფად, ზუსტად და ზედმეტი ხმაურის გარეშე.
ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ოფის მენეჯერს, რომელიც ყოველდღიურ საოფისე პროცესებს მოაწესრიგებს, კლიენტებთან კომუნიკაციას და ტექნიკის მიღება/გაცემა.
ძირითადი მოვალეობები:
ყოველდღიური ამოცანები:
- კურიერის გამოძახება და გზავნილების კოორდინაცია;
- თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემის რეპორტინგი თვეში ერთჯერ;
- მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და მომწოდებლებთან სატელეფონო/ელექტრონული კომუნიკაცია;
- სოციალური მედიის არხებთან კომუნიკაცია — Facebook, Instagram, TikTok.
პერიოდული და საჭიროებისამებრ ამოცანები:
- საოფისე ინვენტარის კონტროლი, აღწერა და შეკვეთა: საკანცელარიო, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყავა და სხვა საჭირო მასალები;
- კარტრიჯების შეკვეთა;
- ხელშეკრულებების, სკანირება, ხელმოწერის ორგანიზება და არქივირება; #####
- კორპორატიული ნომრების, Fitpass-ისა და ჯანმრთელობის დაზღვევის კონტროლი;
- გეგმიურ და ერთჯერად მომსახურე კომპანიებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
- ოფისისთვის საჭირო ნივთების შესყიდვის ორგანიზება;
- შეხვედრების, მიწოდებებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია.
მოთხოვნები:
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვა;
- Microsoft Office-ის ცოდნა — Word, Excel, ელფოსტა;
- ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
- IT სფეროს ან ტექნიკურ გუნდთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ, სტაბილურ და განვითარებად სამუშაო გარემოს.
შერჩევის ეტაპები:
- კანდიდატების შერჩევა რეზიუმეებისა და განაცხადების საფუძველზე;
- გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე.
Subject: ოფის მენეჯერი
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.