8194 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2M0978G9 გამოქვეყნდა 1 სექ 3 ნახვა

ქსელის ინჟინერი

ჯინეტი გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი სხვა
₾2000 / თვეში ბოლო ვადა:

"GE NET" ("ჯინეტი") აცხადებს ვაკანსიას ქსელის ინჟინერის თანამდებობაზე. ქსელის ინჟინერი (Wireless & Fiber Engineer)

"GE NET" ("ჯინეტი") ეძებს გამოცდილ ქსელის ინჟინერს, რომელიც მზად არის იმუშაოს ოპტიკურ და Wireless ინფრასტრუქტურაზე, მიიღოს ტექნიკური გამოწვევები და გახდეს კომპანიის ქსელის განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი. პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელსაც აქვს პრაქტიკული ტექნიკური გამოცდილება, შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს ტექნიკური გადაწყვეტილებები და სურს სტაბილურ გარემოში პროფესიული ზრდა. სამუშაო ადგილი: ქუთაისი განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა: - ოპტიკური ქსელის (მაგისტრალური და სააბონენტო) მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება; - ოპტიკური კაბელის შედუღება, ქსელის ელემენტების მონტაჟი და აბონენტების ჩართვა; - GPON ინფრასტრუქტურის ელემენტებთან პრაქტიკული მუშაობა; - Wireless ანტენების მონტაჟი, კონფიგურაცია და რადიო ლინკების ოპტიმიზაცია (Ubiquiti); - ქსელში არსებული ხარვეზების დიაგნოსტიკა და სწრაფი აღმოფხვრა ადგილზე; - ტექნიკური დავალებების შესრულება დადგენილ ვადებში; - შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და ტექნიკური რეპორტინგი; - მომხმარებელთან პროფესიული კომუნიკაცია და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა; - უსაფრთხოების ნორმების დაცვით სიმაღლეზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი; - ოპტიკურ კაბელთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (splice, მონტაჟი); - GPON ტექნოლოგიის საბაზისო ცოდნა; - Ubiquiti Wireless მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება; - ტექნიკური აზროვნება და პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი დონე და სამუშაოს დაგეგმვის უნარი; - B კატეგორიის მართვის მოწმობა; - სიმაღლეზე მუშაობის მზადყოფნა.

ანაზღაურება: - ფიქსირებული ხელფასი: 2000 ლარიდან (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით); - გამოსაცდელი ვადა: 3 თვე; - საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში — სატრანსპორტო კომპენსაცია; - სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა; - პროფესიული ზრდისა და ტექნიკური განვითარების რეალური შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაცია: - კომპანია უზრუნველყოფს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო პროექტებში მონაწილეობას; - ვეძებთ პასუხისმგებელ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატს; - პოზიცია განკუთვნილია გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის და არა დროებითი დასაქმებისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ CV გამოგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — „ქსელის ინჟინერი“

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯინეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა