8,508 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

357X7R42 გამოქვეყნდა 15 სექ 5 ნახვა

ჯეოტეკ დისტრიბუცია

ჯეოტეკ დისტრიბუცია

Shark Ninja-ს ბრენდ ამბასადორი

ჯეოტეკ დისტრიბუცია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 16 ოქტ

შპს "ჯეოტეკ დისტრიბუცია", მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

საქართველოში Shark Ninja-ს მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას Shark Ninja-ს ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
  • პროდუქციის განლაგება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
  • გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
  • ახალი მოდელების შესწავლა;
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
  • ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი" დასაქმების ტიპი: კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00; შერჩევის ფორმა: გასაუბრება; ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: " Shark Ninja-ს ბრენდ ამბასადორი".

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯეოტეკ დისტრიბუცია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა