8,984 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3F1X5735 გამოქვეყნდა 18 სექ 4 ნახვა

ორკინი საქართველო

ორკინი საქართველო

CRM მონაცემთა ბაზის კონტროლისა და ანალიტიკის სპეციალისტი

ორკინი საქართველო გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 19 ოქტ

"ორკინი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას CRM მონაცემთა ბაზის კონტროლისა და ანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე კომერციული მომსახურების დარგში.

რას მოგცემს ეს პოზიცია?

რეალურ ბიზნესპროცესებთან მუშაობის, მონაცემთა ანალიზისა და ბიზნესის ხედვის უნარების განვითარების შესაძლებლობას - გამოცდილებას, რომელიც მომავალში ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარება.

"ორკინი საქართველო" (http://www.orkin.ge/) (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 65 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).

პირობები და სხვა დეტალები:

  • გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
  • მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71 (ვაჟა-ფშაველას მეტროსთან)
  • ანაზღაურება: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი
  • ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი ბენეფიტებით

მოვალეობები/პასუხისმგებლობები:

  • CRM პროგრამაში დარეგისტრირებული ინფორმაციის ხელშეკრულებასთან ან/და სხვა დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება;
  • პროგრამის ფუნქციებისა და მოდულების გამოყენება სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად და ძირითადი მომხმარებლების მხარდაჭერა კონტროლისა და რეპორტის თვალსაზრისით;
  • სხვადასხვა მონაცემების მოძიებაში ჩართულობა და ახალი საჭიროებების იდენტიფიცირება რეპორტინგის მიმართულებით
  • KPI ანალიზი, რეპორტების/დეშბორდების შექმნა, მათი პერიოდული გადახედვა და მონიტორინგი
  • რეპორტებში ასახული მონაცემების საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების გამოკვეთა;
  • ადგილზე განთავსებული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა/ანალიზი, მომსახურების წარმოების ხარისხთან, CRM-თან, მარშრუტების ეფექტურობასთან და დამკვეთის კმაყოფილებასთან დაკავშირებული ანალიტიკური ინდიკატორების მომზადება და სხვა ერთჯერადი რეპორტების მომზადება პერიოდულად;
  • CRM და საოპერაციო პროგრამებში გარკვევა და ათვისება;
  • მექანიკური შეცდომების, ანომალიებისა და პროგრამის არასწორად გამოყენების გამოვლენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მუშაობის სათანადო გამოცდილება მონაცემთა ბაზებთან და საინფორმაციო სისტემებთან;
  • აუცილებელია Excel-ის საშუალო (Intermediate) დონეზე ცოდნა;
  • Power BI-ის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საჭიროა წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის სათანადო უნარი;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონეზე).

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!

  • ინტერესი, ინიციატივა და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
  • ანალიტიკური აზროვნებისა და მონაცემებთან მუშაობის უნარი.
  • უნდა შეეძლოს ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობა,
  • უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
  • კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს
  • საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება
  • აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
  • მუდმივად ეცადოს დეტალების გამოძიება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს დეტალების გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ორკინი საქართველო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა