ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "სმოტორსი" 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
პოზიციის დასახელება: ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** გასაყიდი პროდუქციის შესწავლა;
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების მომსახურება;
** პროდუქტის გაყიდვა და რეალიზაციის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში (Fina) ადგილზე შესწავლით;
** პროდუქციის მიღება საწყობიდან, განთავსება შესაბამის თაროებზე და შემდეგ მისი რეალიზაცია;
** უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია თუმცა არა სავალდებულო აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** დამწყებთათვის 2-თვიან ანაზღაურებად სწავლებას;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
** ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი მაღაზიის ბრუნვის მიხედვით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე: სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "სმოტორსი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.