8,685 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3KDXCNJH გამოქვეყნდა 16 სექ 5 ნახვა

ევროპროდუქტი

ევროპროდუქტი

მერჩენდაიზერ-სავაჭრო წარმომადგენელი

ევროპროდუქტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ოქტ

"ევროპროდუქტი" 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა. ევროპროდუქტი წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერ-სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით); აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა.

რას გთავაზობთ:

  • მზარდ შრომის ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი + საწვავის თანხა);
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში როტაცია;
  • პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
  • სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება;
  • სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება/განხორციელება;
  • პროდუქციის როტაცია და მოკლევადიანი/ვადაგასული პროდუქციის კონტროლი;
  • პროდუქციის დაბრუნების პროცესის კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი
  • დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "მერჩენდაიზერ-სავაჭრო წარმომადგენელი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ევროპროდუქტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა