8,481 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4ENCS6BA გამოქვეყნდა 16 სექ 10 ნახვა

გაყიდვებისა და CRM მენეჯერი

New Lux Batumi
პირდაპირი

რას ნიშნავს „პირდაპირი“

ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.

ასაქმებ? პირდაპირი განცხადებები სარკისებურ ასლებზე მაღლა ჩანს, განაცხადები პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან აიღე შენი განცხადება უფასოდ.

ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1800 / თვეში ბოლო ვადა: 25 სექ

New Lux Batumi — კაფელის, კერამიკული ფილებისა და კერამოგრანიტის შოურუმი — აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და CRM მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: • შოურუმში მომხმარებლების კონსულტაცია და აქტიური გაყიდვები; • მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება; • ახალი ლიდების, ზარების, ვიზიტებისა და შეთანხმებების სრულად რეგისტრაცია CRM სისტემაში; • შეთავაზებების მომზადება, შემდგომი კომუნიკაცია და გაყიდვის დახურვა; • მუდმივ კლიენტებთან, დიზაინერებთან, ხელოსნებთან და პარტნიორ მაღაზიებთან ურთიერთობის მართვა; • ფასების, მარაგისა და მიწოდების პირობების კოორდინაცია; • ყოველდღიური და ყოველკვირეული გაყიდვების ანგარიშგება დირექტორთან.

მოთხოვნები: • გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება; • ქართული ენის გამართული ცოდნა და დამატებით ინგლისური ან თურქული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა — აუცილებელია; • კომპიუტერული პროგრამებისა და CRM სისტემის გამოყენების უნარი; • პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება: 1 800 ლარი ხელზე + გაყიდვების ბონუსი. განაცხადები განიხილება მიღებისთანავე. გასაუბრებები დაიწყება 19 სექტემბრიდან.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
New Lux Batumi
ვებგვერდი ↗
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა