9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4HB40EPK გამოქვეყნდა 5 ოქტ 71 ნახვა

პრისეილერ-დისტრიბუტორი

ეაკონი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾400–1600 / თვეში −33% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,484 ₾ · 52 განცხადება ბოლო ვადა: 6 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "ეაკონი" 15 წელია ახორციელებს სამღებრო აქსესუარების, წებვადი ლენტების (სკოჩების) სპრეი საღებავების და გამხსნელების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

ჩვენი კონცეფციაა შევთავაზოთ კლიენტებს სამღებრო და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარისხიანი პროდუქცია. ჩვენს ხარისხს ენდობიან ისეთი კომპანიები როგორიცაა გორგია, დომინო, კაპაროლ ჯორგია და ა.შ.

ამ ეტაპზე ვაცხადებთ ვაკანსიას პრისეილერ-დისტრიბუტორის პოზიციაზე ბათუმში.

მოვალეობები:

  • მარაგების, ასორტიმენტის და მერჩენდაიზინგის კონტროლი DIY მარკეტებსა და სადისტრიბუციო ქსელში;
  • ასორტიმენტის ოპტიმიზაცია;
  • DIY მარკეტებისა და სადისტრიბუციო ქსელის მონიტორინგი განსაზღვრული პერიოდულობით;
  • აქციების და აქტივობების ორგანიზება;
  • გაყიდვების ზრდა და გეგმის შესრულება;
  • DIY მარკეტებსა და სადისტრიბუციო ქსელში პასუხისმგებელ პირებთან ურთიერთობის დამყარება და პირობებზე მოლაპარაკების წარმართვა;
  • ფინანსური სიტუაციის კონტროლი და დავალიანებების ამოღებაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებული პრომოუტერების ეფექტურობის კონტროლი;
  • პროდუქციის და სიახლეების წარდგენა - შეთავაზება სადისტრიბუციო ქსელის და DIY მარკეტების მენეჯერებისთვის;
  • ბაზრის სისტემატური მონიტორინგი, ფასების, კონკურენტების და ტენდენციების ნაწილში;
  • მოცემული დავალებების შესრულების კონტროლი და ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
  • სადისტრიბუციო ქსელის ზრდა, ობიექტების მონაცემთა ბაზების განახლება;
  • სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სადისტრიბუციო ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე;
  • გამოცდილება სამშენებლო მასალების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება;
  • საბაზისო კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საკუთარი ავტომობილი;
  • ავტომობილით უზრუნველყოფა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;
  • სიახლეებისადმი ინტერესი.
  • ანალიზისა და რეპორტინგის უნარი;
  • პროცესების მართვის უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ანაზღაურებას საშუალოდ 2500 ლარის ოდენობით ბონუსის ჩათვლით (პირველი 3 თვე იქნება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა და გაიცემა მხოლოდ ხელფასი 1500 ლარი, ბონუსის გარეშე) ბონუსი მერყეობს 400-1600 ლარის ფარგლებში
  • ტრენინგებს პროდუქციის შესასწავლად;
  • სადაზღვევო პაკეტს;
  • ულიმიტო კორპორატიულ ნომერს;
  • ყველა აუცილებელ პირობას ეფექტურად მუშაობისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე -ზე და გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა