8874 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4M5C2Q7R გამოქვეყნდა 2 სექ 4 ნახვა

ადმინისტრატორი

Financial Experts Corporation გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა:

FEC – Financial Experts Corporation აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც იზრუნებს ოფისის ყოველდღიური პროცესების შეუფერხებელ მიმდინარეობაზე, სტუმრების სათანადო მიღებასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შენარჩუნებაზე.

ძირითადი მოვალეობები: - შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; - შემოსული კორესპონდენციის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირებთან გადამისამართება; - დირექტორის შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და კალენდრის მართვა; - სტუმრების მიღება და მათთან პროფესიონალური კომუნიკაცია; - სხვადასხვა დეპარტამენტების შეხვედრების ორგანიზებაში მხარდაჭერა; - სტუმრების გამასპინძლება ( ყავა, ჩაი, წყალი) - შეხვედრების ოთახების მოწესრიგებისა და მზადყოფნის კონტროლი, მათ შორის წყლისა და სხვა საჭირო რესურსების მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; - საჭიროების შემთხვევაში დიასახლისთან კომუნიკაცია და შესაბამისი საკითხების კოორდინაცია; - ადმინისტრაციულ საკითხებში გუნდის მხარდაჭერა საჭიროების შესაბამისად.

მოთხოვნები: - ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ( B1 დონე) - გამართული კომუნიკაციის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - თავაზიანობა და სტუმრებთან ურთიერთობის კულტურა; - რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები: - სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00–19:00 ( მონაცვლეობითი გრაფიკი) - ანაზღაურება: 1,200 ლარი - ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: „მიმღების თანამშრომელი“

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Financial Experts Corporation
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის