B2B გაყიდვების უფროსი სპეციალისტი
"CHARTER-LINK" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია 13 წელია წარმატებით ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სატრანსპორტო-საექსპედიტორო ბაზარზე. მულტიმოდალური გადაზიდვების მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და სექტორში მყარი პოზიციონირება გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხისა და მოქნილი ლოგისტიკური სერვისები.
ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, ვეძებთ ამბიციურ, შედეგზე ორიენტირებულ და გამოცდილ კადრს, რომელიც პირდაპირ იქნება ფოკუსირებული ახალი B2B კლიენტების მოზიდვაზე, საკუთარი პორტფელის შექმნასა და გაყიდვების ზრდაზე.
მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება: აუცილებელია მინიმუმ 2-4 წლიანი უშუალო B2B გაყიდვების/კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება სატრანსპორტო-საექსპედიტორო ლოგისტიკის სფეროში;
- პორტფელის მართვა: B2B კლიენტების ბაზის შექმნისა და საკუთარი პორტფელის ეფექტური მართვის რეალური გამოცდილება;
- განათლება: უმაღლესი განათლება;
- ენები: ინგლისური და რუსული ენების ფლობა მოლაპარაკებების წარმართვისთვის;
- უნარები: B2B გაყიდვების, პრეზენტაციისა და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების მაღალ დონეზე ფლობა.
ძირითადი მოვალეობები:
- პორტფელის შექმნა და გაფართოება: ახალი B2B კლიენტების აქტიური მოძიება (Cold Calling, შეხვედრები, პირდაპირი კომუნიკაცია), მათთან მოლაპარაკებების წარმართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება;
- პორტფელის მართვა: არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათ საჭიროებებზე მორგებული ლოგისტიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება და გაყიდვების მოცულობის გაზრდა;
- ბაზრის ანალიზი: სატრანსპორტო ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, ახალი პოტენციური B2B სეგმენტების იდენტიფიცირება;
- შეთავაზებების მომზადება: კლიენტებისთვის ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებებისა და საფასო პოლიტიკის შემუშავება, პრეზენტაცია და გარიგებების დახურვა;
- გუნდთან კოორდინაცია: მჭიდრო თანამშრომლობა საოპერაციო გუნდთან მოზიდული შეკვეთების შეუფერხებელი და ეფექტური შესრულების უზრუნველსაყოფად.
პიროვნული უნარები:
- შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ძლიერი კომუნიკაციური და დაყოლიების/მოლაპარაკების უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის, გუნდურობისა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტაციის უნარი.
რას გთავაზობთ:
- მოქნილ და მზარდ ანაზღაურებას: კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი (ინდივიდუალურად, თქვენს გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე მორგებული) + საბონუსე/საკომისიო სისტემა, რომელიც პირდაპირ არის მიბმული თქვენ მიერ გენერირებულ მარჟასა და გაყიდვების შედეგებზე;
- ძლიერ საოპერაციო მხარდაჭერას მოზიდული ტვირთების ეფექტური მართვისთვის;
- მეგობრულ, პროფესიონალურ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.
განაცხადის მიღების წესი:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე.
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება:
B2B გაყიდვების უფროსი სპეციალისტი/Senior B2B Sales Executive.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.