9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4X2622KS გამოქვეყნდა 16 ოქტ 81 ნახვა

პროდუქტის სპეციალისტი

Talkpal გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე

"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.

"Talkpal"-ის პროდუქტების (Web, iOS, Android, Business App) განვითარებისთვის ვეძებთ პროდუქტის სპეციალისტს, რომელიც დისტანციურად იმუშავებს პროდუქტის ანალიტიკაზე, ფუნქციონალის სპეციფიკაციებსა და ექსპერიმენტებზე.

შენი ძირითადი სამუშაო:

  • პროდუქტის Roadmap-ის ფორმირებაში მონაწილეობა - მონაცემების, მომხმარებელთა უკუკავშირისა (Feedback) და ბიზნესმიზნების ანალიზის საფუძველზე პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • ახალი ფუნქციონალის სპეციფიკაციების (User Stories, Acceptance Criteria) გაწერა და მათი დანერგვის პროცესის კოორდინაცია დიზაინისა და დეველოპმენტის გუნდებთან ერთად;
  • მონაცემთა ანალიზი და კონვერსიის ოპტიმიზაციის (CRO) ინიციატივების შემუშავება;
  • A/B ტესტების დაგეგმვა, გაშვება და შედეგების ანალიზი;
  • მომხმარებლის ქცევის, შეფასებებისა (Reviews) და მხარდაჭერის გუნდში (Support) შემოსული მიმართვების ანალიზი პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით;
  • კონკურენტებისა და AI ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი;
  • პროდუქტის ძირითადი მეტრიკების მონიტორინგი და რეგულარული რეპორტინგი (ანგარიშგება).

შენ მოგაქვს:

  • ანალოგიურ პოზიციაზე 5 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება, სასურველია B2C მობილურ ან Subscription პროდუქტში;
  • ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და A/B ტესტირების პრაქტიკა;
  • დეველოპერებთან და დიზაინერებთან მუშაობის გამოცდილება Agile გარემოში;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

რატომ უნდა შემოგვიერთდე:

  • გახდები სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის ნაწილი;
  • გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება;
  • მეგობრული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ადგილმდებარეობა: დისტანციური;
  • დასაქმების ტიპი: კონტრაქტორი (B2B / მომსახურების ხელშეკრულება).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს "Talkpal, Inc." ის თქვენთან შესაძლო სამომავლო ურთიერთობის მიზნით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://zurl.to/Y2N6?source=jobs.ge

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა