მძღოლ-ექსპედიტორი
შპს "ბიდი პლიუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo /Berrak (ჰიგიენური ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).
შპს "ბიდი პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო საათები: 08:30-18:00 ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 1700 ლ)
ფუნქცია-მოვალეობები:
- სადისტრიბუციო ავტომობილის მართვა (Ford Transit Courier).
- შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან;
- სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
- ანგარიშსწორება ობიექტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B- კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელი);
- 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
- სალარო აპარატით მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- შრომისმოყვარე;
- პასუხისმგებლობიანი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე. ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ბიდი პლიუსის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.