სამშენებლო პროექტების ზედამხედველი
კომპანია "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ზედამხედველის თანამდებობაზე.
პოზიციის ძირითადი ამოცანაა კომპანიის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტების მიმდინარეობის ზედამხედველობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება უპირატესობა მიენიჭება მშენებლობის, არქიტექტურის ან მონათესავე მიმართულებას;
- მშენებლობის ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გადამოწმების უნარი;
- AutoCAD-ის ან ArchiCAD-ის საბაზისო ცოდნა (პროექტის წაკითხვისა და ნახაზების გადამოწმების დონეზ);
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონეზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოვლენა და მათი მოგვარების პროცესში მონაწილეობა;
- სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და საინჟინრო სამუშაოების ხარისხის, ვადების, პროექტთან და მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
- სამშენებლო მასალებისა და მოწყობილობების ხარისხისა და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ღირებულებისა და აქტების (ფორმა №2) შემოწმება;
- დამატებითი სამუშაოებისა და საპროექტო ცვლილებების შეფასება და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
- კონტრაქტორებთან, პროექტანტებსა და სხვა ჩართულ მხარეებთან კოორდინაცია, გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების კონტროლი;
- სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება და ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
- დასრულებული სამუშაოების შემოწმება და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა.
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ეფექტიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა; დეტალებზე ორიენტირებულობა;
- საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთებისა და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. პუნქტუალურობა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 27.11.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); 5 97 002 987
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/LsgK0UYzFy