ფინანსური დაგეგმარებისა და ანალიტიკის მენეჯერი
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დაგეგმარებისა და ანალიტიკის მენეჯერის პოზიციაზე, დეკრეტში მყოფი თანამშრომლის შემცვლელად (ხელშეკრულების სავარაუდო ხანგრძლივობა - 8-9 თვე).
კომპანიის შესახებ:
სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
სამუშაო ფორმატი: დისტანციური, საჭიროების შემთხვევაში ოფისში შეხვედრებზე დასწრებით.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველთვიური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- წლიური დაგეგმარების პროცესის წარმართვა, ყველა ჩართული მხარისაგან ინფორმაციის დროული მოთხოვნა ისე რომ დაცული იყოს წლიური გეგმის (AOP) წარდგენის დედლაინი;
- წარმართოს და უზრუნველყოს პერიოდის ბიზნეს მიმოხილვის, flash შედეგებისა და მოძრავი პროგნოზის ხარისხი და დროულობა;
- თითოეული ღირებულებისა და საინვესტიციო ცენტრის შესრულების პროცესის მართვა/ზედამხედველობა;
- ხელმძღვანელობს ქვეყნის შედეგების ყოველთვიური სიღრმისეული ანალიზის მომზადებას, ტენდენციების იდენტიფიცირებას და ღირებული შეხედულებებისა და ხარვეზების ანალიზის მიწოდებას;
- COGS-ის სისტემატური შეფასება და ფასების რეკომენდაციების ინიცირება;
- შესრულების თვალყურის დევნება KPI-ების მიმართ;
- მომგებიანობის შეფასება სავაჭრო არხზე და SKU-ზე;
- გაყიდვების ხელშემწყობი ხარჯებისა და აქტივობების ეფექტურობის შეფასება;
- ბიუჯეტის კონტროლიორის ყოველდღიური მხარდაჭერა;
- მარკეტინგული ბიუჯეტი/COOP გაანგარიშება, ამ ბიუჯეტის ფარგლებში შუალედური ანაზღაურების მოთხოვნის ფაილების, თანდართული დოკუმენტაციის მომზადება და PepsiCo-სთან კომუნიკაცია;
- კონცენტრატის ფასის საკალკულაციო ფაილების მომზადება და კომუნიკაცია PepsiCo-სთან;
- წლიური ფინანსური აუდიტის პროცესის წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მინიმუმ 2-წლიანი პროფესიული გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა - C1 დონე;
- Power BI-სა და SQL-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოაგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე და გთხოვთ, ელფოსტის სათაურად ("Subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ფინანსური დაგეგმარებისა და ანალიტიკის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი, 2026 წელი.
კომპანია " იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.