მენეჯერი
ქუთაისში მდებარე რესტორანი "პროზა" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
დაკისრებული მოვალეობები
- რესტორნის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
- საკვებისა და სასმლის (F&B) დეპარტამენტის ოპერაციებისა და ბიუჯეტის მართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- მიმდინარე პროცესების სტრატეგიული დაგეგმარება, ორგანიზება და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
- შეფ-მზარეულთან მენიუს შეთანხმება და სასმლისა თუ საკვების რაოდენობის/ხარისხის კონტროლი;
- მომარაგების პროცესების მართვა, მომწოდებლებთან ურთიერთობა და მარაგების/ინვენტარიზაციის კონტროლი;
- სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებების სრული სპექტრის ორგანიზება და მართვა;
- სამუშაო პროცესების ეფექტური გადანაწილება და გუნდის მუშაობაზე სრული პასუხისმგებლობის აღება, სამუშაო გრაფიკების შედგენა და მონიტორინგი;
- მომსახურების სტანდარტების შესახებ ტრენინგების ჩატარება და გუნდის დროული უზრუნველყოფა სიახლეებით;
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და საქმიანობის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
- რესტორანსა და ბარში სისუფთავის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი;
- სტუმრებისგან მიღებული უკუკავშირის (კომენტარების/შენიშვნების) ანალიზი, შეფ-მზარეულისა და კომპლექსის მენეჯერისთვის ინფორმაციის გაზიარება და უარყოფით შეფასებებზე ოპერატიული რეაგირება;
- კომპანიის მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სარესტორნო/F&B სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- HACCP (ჰასპის) სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა და მათი პრაქტიკაში დაცვა;
- უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- დოკუმენტაციის წარმოების უნარი.
პიროვნული და პროფესიული უნარები
- გუნდის ეფექტური მართვისა და ლიდერობის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და სტრატეგიული აზროვნება.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (1 დასვენების დღე);
- ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად).
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე.