უმცროსი ტექნიკური ინჟინერი
შპს ALUMET აცხადებს ვაკანსიას Junior Technical Engineer – Estimation & Project Planning პოზიციაზე.
ALUMET არის სამშენებლო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ალუმინისა და მინის ფასადურ სისტემებზე, კარ-ფანჯრებზე, ვენტილირებად ფასადებსა და სხვა თანამედროვე ფასადურ გადაწყვეტილებებზე.
კომპანიის Technical Office-ში ვეძებთ მოტივირებულ, ანალიტიკურად მოაზროვნე და განვითარებაზე ორიენტირებულ Junior Engineer-ს, რომელიც ჩაერთვება პროექტების ხარჯთაღრიცხვის, დაგეგმვის, შესრულების კონტროლისა და ტექნიკური/კომერციული დოკუმენტაციის მომზადებაში. ჩვენთვის არ არის აუცილებელი კანდიდატს ჰქონდეს მრავალწლიანი გამოცდილება ფასადების სფეროში.
უფრო მნიშვნელოვანია: ძლიერი ლოგიკური აზროვნება, Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა, ციფრებთან მუშაობის უნარი, სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების სურვილი.
პოზიცია გულისხმობს კომპანიის მენეჯმენტთან და ტექნიკურ გუნდთან უშუალო მუშაობას და შესაძლებლობას, პრაქტიკაში შეისწავლოთ პროექტის სრული ციკლი — პროექტის პირველადი შეფასებიდან მის შესრულებამდე.
ძირითადი მოვალეობები - პროექტების PQ / BOQ / ხარჯთაღრიცხვების მომზადება კომპანიის არსებული ფორმატებისა და სტანდარტების შესაბამისად; - საპროექტო და ტექნიკური ნახაზებიდან საჭირო ინფორმაციისა და მოცულობების დამუშავება; - პროექტებისთვის საჭირო მასალების რაოდენობების დამუშავება და სისტემატიზაცია; - Excel-ში დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება, შედარება, ანალიზი და კონტროლი; - მომწოდებლების ფასებისა და შეთავაზებების შედარებითი ცხრილების მომზადება; - პროექტების თვითღირებულების დასათვლელად საჭირო ინფორმაციის მომზადება; - კომერციული წინადადებების (Commercial Offers) მომზადება კომპანიის არსებული ფორმატების მიხედვით; - პროექტების გეგმა-გრაფიკების (Project Timeline) მომზადება და განახლება Microsoft Project-ში; - სამუშაოების დაგეგმილი და ფაქტობრივი პროგრესის შედარება; - პროექტის შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და ცხრილების მომზადება; - შესრულებული სამუშაოების მოცულობების დამუშავება; - შესრულებული სამუშაოების აქტების / მიღება-ჩაბარების აქტების / IPC დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; - პროექტების ფინანსური და ფიზიკური პროგრესის შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია; - Technical Office-ის ფარგლებში პროექტებთან დაკავშირებული მონაცემებისა და დოკუმენტების მოწესრიგება; - ინჟინრებთან, შესყიდვების, პროექტების და სხვა შესაბამის განყოფილებებთან საჭირო ინფორმაციის კოორდინაცია; - კომპანიის არსებული Excel ფორმების, ანგარიშებისა და სამუშაო ინსტრუმენტების ეტაპობრივი გაუმჯობესება და ავტომატიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია შემდეგი მიმართულებებიდან: - Civil Engineering, Construction Management, Architecture, Industrial Engineering ან სხვა ტექნიკური სპეციალობა; - Microsoft Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა — აუცილებელია; - კანდიდატს უნდა შეეძლოს Excel-ში არსებული მონაცემების არა მხოლოდ დამუშავება, არამედ მათი ლოგიკის გაგება, შეცდომების აღმოჩენა და სამუშაო პროცესის გამარტივების გზების მოძიება; - Excel-ში ფორმულებთან და დიდი მოცულობის მონაცემებთან თავისუფლად მუშაობის უნარი;
სასურველია ისეთი ინსტრუმენტების ცოდნა, როგორიცაა: - XLOOKUP / INDEX-MATCH, SUMIFS, Pivot Tables, Conditional Formatting და მონაცემების ანალიზის სხვა ფუნქციები; - Microsoft Project-ის ცოდნა ან მისი სწრაფად შესწავლის შესაძლებლობა; - სამშენებლო და ტექნიკური ნახაზების წაკითხვის საბაზისო უნარი; - ციფრებთან და რაოდენობრივ ინფორმაციასთან მუშაობის კარგი უნარი; - ძლიერი ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; - დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება; - ინფორმაციის სტრუქტურირებულად ორგანიზების უნარი; - პასუხისმგებლობა და ვადების დაცვა; - ახალი პროგრამებისა და სამუშაო მეთოდების სწრაფად ათვისების უნარი.
ენები - ქართული — თავისუფლად; - რუსული — აუცილებელია, სამუშაო დონეზე; - ინგლისური — სასურველია სამუშაო დონეზე;
კანდიდატს უნდა შეეძლოს ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია და სამუშაო დოკუმენტაციის გაგება შესაბამის ენებზე.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება - Power Query-ის ცოდნა; - AutoCAD-ის ცოდნა; - BOQ / ხარჯთაღრიცხვების მომზადების გამოცდილება; - Microsoft Project-ში სამუშაო გამოცდილება;
სამშენებლო/საინჟინრო გამოცდილება. - აღნიშნული გამოცდილება არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას. - ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ კანდიდატიც, რომელსაც არ აქვს ფასადების სფეროში გამოცდილება, თუმცა აქვს ძლიერი ტექნიკური და ანალიტიკური უნარები და პროფესიული განვითარების მაღალი მოტივაცია.
ვის ვეძებთ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც მოსწონს: Engineering + Excel + Numbers + Planning + Problem Solving.
ადამიანს, რომელსაც აინტერესებს არა მხოლოდ დავალების მექანიკურად შესრულება, არამედ: - რატომ არის მონაცემი ასეთი; - საიდან მოდის; - როგორ შეიძლება მისი გადამოწმება; - სად შეიძლება იყოს შეცდომა; - როგორ შეიძლება პროცესის გამარტივება; - და როგორ შეიძლება ერთი და იგივე სამუშაო მომავალში უფრო ეფექტურად შესრულდეს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწავლის უნარი და აზროვნების სტილი, და არა მხოლოდ სამუშაო გამოცდილების წლების რაოდენობა.
რას გთავაზობთ - რეალურ სამშენებლო და ფასადურ პროექტებში უშუალო მონაწილეობას; - ალუმინის, მინისა და თანამედროვე ფასადური სისტემების შესწავლის შესაძლებლობას; - პროექტის სრული ციკლის პრაქტიკაში გაცნობას: - Estimation → Commercial Offer → Planning → Procurement → Execution → Progress Control → Project Closing; - გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტებისა და კომპანიის მენეჯმენტთან უშუალო მუშაობის შესაძლებლობას; - პროფესიულ სწავლებასა და განვითარებას; - პასუხისმგებლობის ეტაპობრივ ზრდას; - კარიერული განვითარების შესაძლებლობას Technical Office-ისა და Project Controls-ის მიმართულებით; - სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაო გარემოს.
კარიერული განვითარების შესაძლო მიმართულება Junior Technical Engineer - Technical / Estimation Engineer - Planning / Project Controls Engineer - Senior Technical / Project Management Position
სამუშაო პირობები - სამუშაო ადგილი: თბილისი - სამუშაო ფორმატი: ოფისიდან - დასაქმება: სრული განაკვეთი - სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი - ანაზღაურება: 2,000 – 2,500 ლარი NET, კანდიდატის ცოდნისა და კომპეტენციის შესაბამისად.
წარმატებული გამოსაცდელი პერიოდისა და სამუშაო შედეგების საფუძველზე გათვალისწინებული იქნება ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის ეტაპობრივი ზრდა.
შერჩევის პროცესი - შერჩეული კანდიდატები გაივლიან: - მოკლე გასაუბრებას; - პრაქტიკულ