7981 live vacancies
← All vacancies

5ZX87K8Y Posted 25 Aug 4 views

ხარისხის დირექტორი

იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრ. საავადმყოფო via jobs.ge
Batumi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

სს "ვიანი" მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის დირექტორის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ჰოსპიტალში ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესება; ** ჰოსპიტლის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების განვითარების სტრატეგიის, წლიური მიზნებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; ** ხარისხის მართვის, კლინიკური ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების პოლიტიკების და პროცედურების შემუშავება, დანერგვისა და პერიოდული განახლების კოორდინაცია; ** ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების განსაზღვრა, მონაცემების სისტემური მონიტორინგი, ანალიზი და მმართველი რგოლისთვის შედეგების წარდგენა; ** კლინიკური და არაკლინიკური რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და მართვის პროცესის კოორდინაცია; ** ინციდენტების, არასასურველი მოვლენებისა და "near miss" შემთხვევების რეგისტრაციის, ანალიზისა და შესაბამისი მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლი; ** შიდა აუდიტების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია, გამოვლენილი შეუსაბამობების მართვა და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი; ** ჰოსპიტლის აკრედიტაციისა და ხარისხის საერთაშორისო/ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესის კოორდინაცია; ** ჰოსპიტლის მენეჯმენტთან და კლინიკურ გუნდებთან თანამშრომლობით სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება; ** პაციენტთა საჩივრებისა და უკუკავშირის შედეგების ანალიზში მონაწილეობა და ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა; ** სამედიცინო დოკუმენტაციის ხარისხისა და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგის კოორდინაცია; ** დაქვემდებარებული გუნდის მართვა, ფუნქციების ეფექტიანი განაწილება, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და შედეგიანობის მხარდაჭერა; ** სამედიცინო საქმიანობასთან, ხარისხსა და პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების მონიტორინგი, შესაბამისი ცვლილებების დანერგვის კოორდინაცია და შესრულების კონტროლი; ** კომპეტენციის ფარგლებში მარეგულირებელ, მაკონტროლებელ და აკრედიტაციის ორგანოებთან თანამშრომლობა და შესაბამისი შეფასებების/შემოწმებების პროცესის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება მედიცინის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. სასურველია სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში; ** მენეჯერულ პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** სასურველია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში

აუცილებელი ცოდნა

** საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნები; საერთაშორისო ხარისხისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნას ენიჭება უპირატესობა. ** ხარისხის მართვისა და პაციენტის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები; ** ხარისხის ინდიკატორების შემუშავების, მონიტორინგისა და მონაცემთა ანალიზი; ** რისკების მართვის, ინციდენტების ანალიზისა და მაკორექტირებელი/პრევენციული ღონისძიებების (CAPA) დაგეგმვის პრინციპები; ** შიდა აუდიტისა და პროცესების შეფასების მეთოდოლოგია; ** ინგლისური ენის ცოდნა პროფესიული დოკუმენტაციის გამოყენების დონეზე; ** MS Office პროგრამები.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** ლიდერობისა და ცვლილებების მართვის უნარი; ** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა; ** მოლაპარაკების წარმართვის უნარი; ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** პრობლემის სისტემური ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** ეფექტიანი კომუნიკაცია და გავლენის მოხდენის უნარი; ** შედეგზე ორიენტაცია; ** დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების და მუდმივი სწავლის შესაძლებლობას; ** თანამშრომლისთვის სპეციალურ პირობებს ჰოსპიტლის ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე; ** სპეციალურ ფასდაკლებებს სააფთიაქო ქსელში (ჯიპისი და ფარმადეპო); ** "იმედი L"-ის ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ. ფოსტაზე: bih@vian.health. ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: ხარისხის დირექტორი.

Report this

About the employer
იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრ. საავადმყოფო
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free