9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

6CP1AQHP გამოქვეყნდა 6 ოქტ 26 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ნოე

"პანორამა ლისი გრანდ ჰოტელი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი გაყიდვების გუნდი ფართოვდება და ვეძებთ ახალ წევრს, რომელიც მზად არის ჩაერთოს სასტუმროს განვითარებაში, დაამყაროს ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები და მიაღწიოს ახალ შედეგებს.

თუ გაქვს ტურიზმის სექტორში მუშაობის გამოცდილება და მოლაპარაკებების მართვა შენი ძლიერი მხარეა, გაეცანი ვაკანსიის დეტალებს:

დაქვემდებარებაშია: Head of Sale, General Manager

სამუშაოს აღწერილობა:

  • გაყიდვების მენეჯერს ევალება სასტუმროს გაყიდვების გაზრდის მიზნით ტურისტულ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება და ეფექტური თანამშრომლობა. ადგილობრივი ბაზრის პოტენციალის ანალიზი და კონკურენტუნარიანი ქმედებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მოლაპარაკებების უნარი
  • სათანამშრომლო პირობების დაკონტრაქტების გამოცდილება
  • ტურისტული ბაზრის ცოდნა
  • ქვეყანაში შემომავალი ტურისტული სეგმენტის ცოდნა
  • გასაყიდი პროდუქტების ზედმიწევნით ცოდნა
  • დადგენილი ტარიფების ზედმიწევნით ცოდნა

უფლება-მოვალეობები:

  • სათანამშრომლო პარტნიორების ბაზის მოწესრიგება კომპანიის პოლისით დადგენილ ფორმატში და ყოველდღიური განახლება. სეგმენტაცია
  • ახალი კომპანიების მოძიება
  • ზემდგომი პირის მიერ შემუშავებული კალენდრის მიხედვით, შემუშავებული ფორმატით პარტნიორებთან წერილობითი კორესპონდენცია, როგორიცაა საახალწლო და სხვადასხვა პოსტერების გაგზავნა
  • წინასწარ განსაზღვრული მიზნების გაანალიზება და შესრულებისათვის საჭირო გზების დასახვა
  • სამუშაო კვირეულის დაგეგმარება კომპანიის პოლისით დადგენილ ფორმატში და ზემდგომი პირის ინფორმირებულობა დადგენილ ვადაში
  • მოთხოვნების ყოველდღიური მონიტორინგი და ზემდგომი პირის ინფორმირებულობა დადგენილი ფორმატით
  • დელეგირებული ბაზის მიხედვით პარტნიორებთან, მოლაპარაკებები და მოთხოვნების დამუშავება
  • გაყიდული ოთახების მონიტორინგი და "მიყოლა"
  • სტანდარტული ხელშეკრულებების გაფორმება (ხელმძღვანელის მიერ მონიშნულ კომპანიებთან)
  • ყოველდღიური/კვირეული შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისი რეფორთინი დადგენილ ფორმატში
  • არსებული გაყიდვების ყოველდღიური შედარება "დათარგეთებულ" მიზნებთან და ზემდგომი პირის ინფორმირება . დასახული გეგმების მიღწევა სავალდებულოა.
  • გადახდების მონიტორინგი, გადახდისა და გაუქმების პოლიტიკის შერჩევა/მორგება პარტნიორებისათვის გაყიდვების მენეჯერის პასუხისმგებლობის ფარგლებში.
  • ჯავშნების მენეჯერის მიერ შეტანილი რეზერვაციების მონიტორინგი
  • თითოეულ პარტნიორთან გაყიდვების დინამიკის ყოველკვირეული მონიტორინგი და ხელმძღვანელის ინფორმირება დადგენილი რეფორთინგის ფორმატით
  • გაუქმებული ჯავშნების მონიტორინგი
  • სათანამშრომლო სტრატეგიის შემუშავება და მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან
  • Waiting list-ის შედგენა და მიყოლა
  • კომპანიის პოლისით დადგენილ შეხვედრებში ჩართულობა
  • მჭიდრო კავშირი დეპარტამენტისა და სასტუმროს ადგილობრივ გუნდის წევრებთან
  • გაუთვალისწინებელი სიტუაციების მართვა და მოლაპარაკების წარმოება პარტნიორებთან, მათ შორის "ოვერბუკინგები" რელოკაციის პროცედურების დაცვით, გაუქმებები.
  • მენეჯმენტის სხვა გონივრული მოთხოვნის შესრულება, კომპეტენციისა და ზემოთ ხსენებული სამუშაო აღწერილობის ფარგლებში.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა